ჩვენ შესახებ
გალიების გამოყენების უარყოფა (Cage Free) არის პროექტი Anima International — ისგან. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, სურსათის წარმოებისთვის განკუთვნილი სოფლის მეურნეობის ცხოველების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით, სისტემური და გრძელვადიანი ცვლილებების გზით.
ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, პოლიტიკოსებთან და ბიზნესთან, ვნერგავთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აერთიანებს ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვას პასუხისმგებლიანი და თანამედროვე ბიზნეს მეთოდების გათვალისწინებით.
ჩვენი მისიაა საკვები ინდუსტრიის ფერმებში არსებულ ცხოველთა ტანჯვის შემცირება. ამისათვის გვაქვს შემუშავებული ეფექტური რეფორმები, რომელთაგანაც კონკრეტული ფოკუსი მიმართულია კვერცხის მწარმოებელ ფერმებში გალიების გამოყენების აკრძალვისკენ.
ჩვენ წამოვიწყეთ ეს პროექტი, რათა დავეხმაროთ ცენტრალურ აზიასა და კავკასიას გალიების გარეშე ფერმების სისტემაზე გადასვლაში — რეგიონში, სადაც კომპანიებსა და მთავრობებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დაიცვან ცხოველთა უფლებები და დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტები.
პარტნიორობით, კვლევებითა და პრაქტიკული ინსტრუმენტებით ჩვენ ვეხმარებით პროგრესულ კომპანიებს, რათა გადადგან მარტივი და ეფექტური ნაბიჯები მდგრადი და ეთიკური მიწოდების ჯაჭვის შექმნისკენ. ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვის გარდა, ეს არის ბიზნესის დახმარება კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში, გლობალური მოთხოვნების შესრულებასა და მომავალი რეგულაციებისათვის მომზადებაში.